Sunday, April 11, 2021

eTwinning

eTwinning - ტრენინგზე შესრულებული სამუშაოს და რესურსების ბმულები

 ბმულები

Thursday, July 24, 2014

ინტელის ტრენინგის შეფასება

ინტელის სასწავლო კურსის ტრენინგები ყველაზე მნიშვნელოვანი და ნაყოფიერია იმ ტრენინგებს შორის რაც გამივლია აქამდე. ამ ტრენინგმა შეცვალა ჩემი ხედვა ზოგიერთი საკითხთან მიმართებაში.ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი კიდევ გადავდგი ჩემს პროფესიულ განვითარებაში.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვისწავლე თუ როგორ გამოვიყენო სასწავლო პროცესში პროექტით სწავლებარაც ძალიან გამომადგება მოსწავლეების მოტივაციის ასამაღლებლად და ესგ-ით გათვალისწინებული შდეგების მისაღწევად
ის ტექნოლოგიები,რაც ამ ტრენინგზე შვისწავლე ჩემთვის ძალიან სასარგებლოა.
გავხდი უფრო მოტივირებული და თავდაჯერებული ჩემს შესაძლებლობებში ტექნოლოგიებთან მიმართებაში, რაშიც ძალიან დამეხმარა ჩვენი ტრენერი ქალბატონი ქეთი ცერაძე
     უკვე თავისუფლად  შევძლებ ელექტრონული პორთფოლიოს შექმნას.

მადლობა ყველას ვინც მონაწილეობდა ამ კურსის შქმნაზე და დანერგვაზე.  

ტრენინგის მეცხრე დღე

დღე დავიწყეთ გავლილი მასალის გამეორებით.
ვისწავლეთ ბლოგის გვერდების შექმნა, ახალი გვერდი დამატება, გვერდის დამალვა, გვერდის წაშლა.
ვისწავლეთ ალბომის შექმნა, ალბომში სურათების დამატება და წაშლა.
გამიჩნდა იდეები, თუ რაში გამოვიყენებ მიღებულ ცოდნას.
მოვისმინეთ და ვნახეთ ტრენინგის მონაწილეთა პრეზენტაციები.
ძალიან საინტერესო და აქტუალური იყო წარმოდგენილი პროექტები.

Tuesday, July 22, 2014

ტრენინგის მერვე დღე

ტრენინგი, როგორც ყოველთვის დავიწყეთ გამეორებით.
ვიმუშავეთ ფასილიტაციის რესურსების შექმნაძე, ამ მიზნისთვის გამოვიყენეთ პრეზენტაცია. გადავხედეთ საქაღალდეს და ბლოგზე ავტვირთეთ პორტფოლიო.
დღე ძალიან დატვირთული იყო. ვისწავლეთ სიის გაჯეტი და დავამატეთ.
დავათვალიერეთ ბლოგი. სიის გაჯეტში გადავიტანეთ პოტფოლიო, ტრენინგის განრიგი, ტრენინგის მასალები. ტრენინგიტ უზომოდ კმაყოფილი ვარ.
ტრენერი, ქალბატონი ქეთი ცერაძე გასაგებად და საინტერესოდ ატარებს მეცადინეობას. დიდი მადლობა მას.

Monday, July 21, 2014

ტრენინგის მეშვიდე დღე

გავიმეორეთ წინა დღეს შესწავლილი მასალა.
განვიხილეთ მოსწავლეთა ნამუშევრების პრეზენტაცია. ვიმუშავეთ  შეფასების კრიტერიუმებზე, შევადგინეთ სსს მქონე მოსწავლეთა შეფასების რუბრიკა.
გავეცანით გარდნერის თეორიის მიხედვით ფსიქოლოგის პრეზენტაციას.
ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე და დავწერეთ დღევანდელი დღის ტრენინგის რეფლექსია.

Sunday, July 20, 2014

ტრენინგის მეექვსე დღე

ტრენინგის მეექვსე დღე დავიწეთ წინა დღეებში შესწავლილი მასალის გამეორებიტთ.
ინტელის საწავლო კურსში დავათვალიერეთ და გავეცანით შეფასების სხვადასხვა რუბრიკებს. გავიმეორეთ PowerPpint-ში პრეზენტაცია. შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში, ვისწავლეთ დიაგრამის ჩასმა და გამოყენება პრეზენტაციაში და გავაკეთეთ დღევანდელი დღის ტრენინგის რეფლექსია.